თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი მზად არის, ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სამიტი გამართოს
ჰელსინკიში გამართული სამიტის შემდეგ, აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასების მიუხედავად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინთან ხელახლა შეხვედრის იდეას მიესალმება.
„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჰელსინკის სამიტის შემდეგ კიდევ ერთი სამიტის გამართვა აუცილებელია. მანამდე მან თავად მიიწვია პუტინი ვაშინგტონში და ახლა პრეზიდენტი მზადაა, განიხილოს მისი მიწვევა მოსკოვში“, – განცხადა სანდრა სანდერსმა.
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში ოფიციალურად მიიპატიჟა.