თეთრი სახლი - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას, ჯო ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა
თეთრი სახლი - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას, ჯო ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა

ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ამასთან, ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან.

„პრეზიდენტი დღეს ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. პრეზიდენტმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, დაიცვას საკუთარი თავი განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან. პრეზიდენტი მიესალმა ინტერკომუნალური ძალადობის აღმოფხვრის და იერუსალიმში მშვიდობის აღდგენის ძალისხმევას. მან მოუწოდა ისრაელს, ყველა ძალისხმევა მიმართოს უდანაშაულო მოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად. ორმა ლიდერმა განიხილა „ჰამასისა“ და ღაზაში სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის პროგრესი. პრეზიდენტმა გამოხატა თავისი მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტისადმი და განიხილა აშშ-ის ჩართულობა ეგვიპტესთან და სხვა პარტნიორებთან“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.