თეთრი სახლი - აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის პროცესი იქნება მშვიდობიანი, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება
თეთრი სახლი - აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის პროცესი იქნება მშვიდობიანი, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს დაესწროს ინაუგურაციას, იმის მიუხედავად, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების გადაცემის პროცესი იქნება მშვიდობიანი.

„პრეზიდენტს მშვიდობიანი ხელისუფლების გადაცემის სჯერა და ნახავთ, როგორ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინამორბედი პრეზიდენტები რეგულარულად ესწრებიან თავიანთი მემკვიდრეების ინაუგურაციას.

„ბაიდენი, რა თქმა უნდა, მიიღებს ამაში მონაწილეობას“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი არ ესწრებოდა. ტრამპმა თეთრი სახლი ინაუგურაციამდე დატოვა.