თეთრი სახლი ამერიკულ კომპანიებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებს
თეთრი სახლი ამერიკულ კომპანიებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობა პოტენციური კიბერთადასხმების ვარიანტებს განიხილავს.
თეთრი სახლი მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, ამჟამად კრიტიკული მომენტია კიბერთავდასხმების წინააღმდეგ დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად.
მანამდე, ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ რუსეთმა შესაძლოა აშშ-ის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციებზე საპასუხოდ მავნებლური კიბერაქტიურობა განახორციელოს.
„ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს ყველა საშუალების გამოყენებას კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრატსრუქტურაზე მიმართული კიბერთავდასხმების შესაკავებლად, მათ ჩასაშლელად და საჭიროების შემთხვევაში, მათზე რეაგირებისთვის. თუმცა ფედერალური მთავრობა ამ საფრთხისგან მარტო ვერ დაიცავს თავს. ამერიკის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ეკუთვნის და იმართება კერძო სექტორის მიერ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელებმა და ოპერატორებმა უნდა გააქტიურონ ძალისხმევა, რათა ჩაკეტონ თავიანთი ციფრული კარი“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ჯო ბაიდენის განცხადებაში.