თეთრ სახლთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, პოლიცია ორ დამნაშავეს ეძებს
თეთრ სახლთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.
„ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ინციდენტი 19 სექტემბრის საღამოს მოხდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს ორ დამნაშავეს, რომლებიც სავარაუდოდ, შეირაღებული არიან.
პოლიციის ცნობით, დაღუპული მოქალაქე საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მათი ინფორმაციით, დამნაშავეები ავტომატიდან ისროდნენ. ძებნა გრძელდება.