აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრიფინგის დროს თეთრ სახლთან სროლის ხმა გაისმა. ამის გამო საიდუმლო სამსახურმა ტრამპს ჟურნალისტებთან კომუნიკაცია გააწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა.
პრესკონფერენციების ოთახი რამდენიმე წუთით ჩაკეტეს. შემდეგ დონალდ ტრამპი რეპორტიორებთან დაბრუნდა და განაცხადა, რომ თეთრ სახლთან ისროდნენ.
მისივე თქმით, საიდუმლო სამსახურმა უცნობი პირს ესროლა და დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.