თეთრ სახლში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მარადმწვანე ხე ვაშინგტონში ვისკონსინიდან ჩაიტანეს.
საახალწლო ნაძვს პირველი ლედი მელანია ტრამპი და მისი ვაჟი, ბარონი დახვდნენ.
ცერემონიას თან საშობაო სიმღერები ერთვოდა. ნაძვის ხე თეთრ სახლში, ტრადიციულად, მადლიერების დღესასწაულის მომდევნო დღეს მიიტანეს.
საშობაო ხეს ლურჯ ოთახში დადგამენ.