თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხე მიიტანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო სოციალურ ქსელში პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გაავრცელა.
„ყოველ წელს საშობაო ხის მოსვლას თეთრ სახლში შემოაქვს სადღესასწაულო სითბოსა და ტრადიციის სულისკვეთება. წლევანდელი ნაძვის ხე კვლავ მოუტანს სიხარულის შეგრძნებას მათ, ვინც თეთრი სახლის დარბაზებს გაივლის წლის ყველაზე შესანიშნავი პერიოდის განმავლობაში”, – ნათქვამია აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
მიმდინარე წელს თეთრ სახლში თითქმის ექვსი მეტრის სიმაღლის სოჭი დასავლეთ ვირჯინიიდან ჩაიტანეს.