თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ანგელა მერკელის შეხვედრა იმართება
თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ანგელა მერკელის შეხვედრა იმართება

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა იმართება.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, მერკელი აშშ-ის „საუკეთესო მეგობარია“.

„ჩვენ შევხვდით დიდი შვიდეულის სამიტზე და ნატო-ს შეხვედრაზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-ისა და გერმანიის ურთიერთობების განმტკიცებაზე. ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი დღის წესრიგი. ჯერ პირისპირ გავისაუბრებთ და შემდეგ ჩვენი მთავრობის წევრებიც შემოგვიერთდებიან. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაა. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ანგელა მერკელი ვაშინგტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გერმანიაში შემოდგომაზე არჩევნებია დაგეგმილი, რის შედეგადაც გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მერკელის შემცვლელის ვინაობა გახდება ცნობილი.