თეთრ სახლში ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა ცხრა თვე გაატარეს და პრეზიდენტის უკანონო ქმედებების მტკიცებულება ვერ იპოვეს
თეთრი სახლის სპიკერი იან სამსი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქმიანობის გამოსაძიებლად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა ცხრა თვე გაატარეს და მისი უკანონო ქმედებების მტკიცებულება ვერ იპოვეს.
თეთრი სახლის სპიკერმა კომენტარი გააკეთა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, რესპუბლიკელ კევინ მაკარტის განცხადებაზე, რომელიც ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების დაწყებას აპირებს.
იან სამსმა ასევე განაცხადა, რომ მაკარტიმ კენჭისყრას დააანონსა ღია იმპიჩმენტისთვის, მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა, რადგან მხარდაჭერა არ აქვს.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის ფაქტზე ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებდა. მაკარტის თქმით, გამოძიება ფოკუსირებული იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ხელის შეშლისა და კორუფციის ბრალდებებზე“.