თეთრ სახლში ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა დაიწყო
თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა დაიწყო, რომელშიც ევროპელი ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი მონაწილეობენ.
მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. შეხვედრის დაწყებისას ზელენსკიმ და ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს ესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.