თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის მიერ შვილის, ჰანთერ ბაიდენის შეწყალების შესაძლებლობა არ არსებობს
თეთრი სახლის განცხადებით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი შვილი, ჰანთერ ბაიდენი შეიწყალოს, რომელიც ბრალდებულია 2017-2018 წლებში 1.5 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალზე დაწესებული გადასახადების გადაუხდელობის გამო.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ბაიდენმა შვილი შეიწყალოს, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა უპასუხა: „არა“.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ მოულოდნელად ჩაშალა. ჰანთერ ბაიდენი პროკურორებს სთავაზობდა დანაშაულის აღიარებას საგადასახადო ბრალდებებში, თუმცა უარს ამბობდა იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.
მედიის ცნობით, ჰანთერ ბაიდენის სამართლებრივი პრობლემები ხელს შეუშლის ჯო ბაიდენს 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს.