თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „ჰამასმა“ აიღო ვალდებულება, მომდევნო ორ დღეში გაათავისუფლოს კიდევ 20 მძევალი და იმედს გამოთქვამენ, რომ მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებიც იქნებიან
აშშ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შეთანხმების კიდევ ორი დღით გახანგრძლივებას ეხმაურება.
როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში „ჰამასმა“ აიღო ვალდებულება, გაათავისუფლოს კიდევ 20 მძევალი, რომელთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
კირბიმ ასევე თქვა, რომ დარჩენილი მძევლებიდან რვა-ცხრა ამერიკელია და იმედოვნებს, რომ დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის ამერიკელებიც იქნებიან.