თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ჩინეთშიც უნდა იწვევდეს შეშფოთებას
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ჩინეთშიც უნდა იწვევდეს შეშფოთებას

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ჩინეთშიც უნდა იწვევდეს შეშფოთებას.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება ეწინააღმდეგება ჩინეთის მიდგომებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეშფოთებას ჩინეთიც გაიზიარებს, რადგან შეთანხმება, როგორც ჩანს, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ განცხადებას, რომელიც პუტინმა და სი ძინ პინმა პეკინში ერთი თვის წინ გააკეთეს“, – აღნიშნა კირბიმ.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ გასულ თვეს ჩინეთი და რუსეთი უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი და დიპლომატიური დარეგულირების მომხრეები იყვნენ. მისივე თქმით, ეს შეთანხმება ნებისმიერი ქვეყნის შეშფოთებას უნდა იწვევდეს, რომელიც ღელავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზე და თვლის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხორციელებული.