თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება და აშშ კვლავ ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან აცილებაზე
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კირბის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ყოველთვის რთული იყო და ძალიან ადრეა საუბარი, როგორ იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეთანხმების მიღწევაზე.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ამაზე მუშაობას“, – აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ კვლავ ორიენტირებულია რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებაზე.