თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინის დასახმარებლად ახალი პაკეტის გამოყოფისთვის ემზადება. ინფორმაციას „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის, ჯონ კიბრის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ჩვენ უკრაინელებს ვესაუბრებით ყოველდღიურად. ბევრი სისტემა, რომელიც ჩვენ გადავეცით უკრაინელებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ადასტურებს, რომ ისინი ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა კონტრშეტევის დროს“, – განაცხადა კიბრიმ.

მისი თქმით, ამერიკულ მხარეს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს უკრაინელებთან, რათა ზუსტად იყოს განსაზღვრული, რა სამხედრო საჭიროება აქვს ამ ეტაპზე კიევს.