თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ განიხილავს „ჰამასის“ პასუხს მძევლების შესახებ არსებულ შეთანხმებაზე
აშშ განიხილავს „ჰამასის“ პასუხს მძევლების შესახებ არსებულ შეთანხმებაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. ჟან-პიერის განცხადებით, აღნიშნულ შეთანხმებაზე სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
„„ჰამასი“ გამოეხმაურა მძევლების შესახებ გარიგებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ჩვენ განვიხილავთ ამ პასუხს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ „ჰამასმა“ პასუხი გასცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც ასევე ითვალისწინებს მძევლების გათავისუფლებას. როგორც კატარის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, „ჰამასის“ პასუხი რამდენიმე შესწორებას მოიცავს, თუმცა, ზოგადად, „პოზიტიურია“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ პასუხის დეტალები საფუძვლიანად შეაფასეს მოლაპარაკებებში ჩართულმა ოფიციალურმა პირებმა.