თეთრმა სახლმა კონგრესს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის დაკითხვა აუკრძალა
თეთრმა სახლმა კონგრესს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის დაკითხვა აუკრძალა. როგორც ამერიკული მედია წერს, კონგრესმენებს სურდათ, ენტონი ფაუჩისგან მოესმინათ, რამდენიმე ადეკვატური იყო ახალი კორონავირუსის ეპიდემიაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაგირება.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ფაუჩის დაკითხვა კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
როგორც თეთრი სახლი პრესსპიკერის თანაშემწემ, ჯად დირმა განაცხადა, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის დაკითხვა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.
კონგრესის ქვედა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ, რომლებიც ახალი კორონავირუსის კრიზისის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონლად ტრამპის ნაბიჯებს აკრიტიკებენ.
ენტონი ფაუჩი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი საექსპერტო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტია, კარანტინის რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგია. ტრამპი კი, შტატების ნაწილში შეზღუდვების მოხსნის მომხრეა.
აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყნის ტერიტორიაზე გამოვლენილია 1,13 მილიონი ინფიცირებული. გარდაცვლილია 66 ათასი ადამიანი.