ტერორიზმის საქმეზე გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ტერორიზმის საქმეზე გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პირველ არხს მთავარ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სასჯელის ნაწილში არ ეთანხმება და ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმს ითხოვს. კერძოდ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის სასჯელის მაქსიმუმს 17, ხოლო ტერორიზმის მხარდაჭერისთვის 15 წელს.

2018 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და მხარდაჭერისთვის ექვსი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჯერ მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა.

„პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადეს პროკურატურაში.