თერჯოლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 816 ათასი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 741 ოჯახი სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა სამუშაოები დაათვალიერა.

„მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით და დამატებითი წყლის მარაგის მისაღებად, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები. ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან შევიძინეთ სხვადასხვა დიამეტრისა და სიგრძის მილები, რომელიც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებშია შეტანილი დაზიანებების აღმოფხვრისა და წყლის რეზერვის მოძიების შემთხვევაში, ახალი აბონენტების დამატების მიზნით. წყალმომარაგების გაუმჯობესება, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.