თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს და უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები. ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელების სიმპტომით პაციენტები არ შესულან.