თერჯოლასა და სამტრედიაში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, საკრებულოს შუალედური არჩევნებიც გაიმართება
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 28 ოქტომბერს, საკრებულოს შუალედური არჩევნებიც გაიმართება. თერჯოლასა და სამტრედიაში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე განკარგულება გამოსცა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით შუალედური არჩევნები №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №49. 18 ძევრის თემისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქის №54.01.04 სამტრედიის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ შუალედური არჩევნებისთვის ცესკო ბიუჯეტიდან დამატებით სახსრებს არ მოითხოვს.
„ჩვენ ვადგენთ, რომ ცესკო არანაირ დამატებით სახსრებს არ გამოითხოვს საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. შესაბამისად, ეს არჩევნები იმ ხარჯებით უნდა დაფინანსდეს, რომელიც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გვაქვს გამოყოფილი”,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
თერჯოლის ოლქის ძევრის თემსა და სამტრედიის ქალაქის მაჟორიტარებს უფლებამოსილება შეუწყდათ, რაც შუალედური არჩევნების დანიშვნის საფუძველი გახდა.