ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიას ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია გახდა.
ბერაია აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს კომისიის სხდომაზე აირჩიეს. კომისიის მდივანი კი, დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი იქნება.
ირაკლი ბერაიას განმარტებით, კომისიის მუშაობის მთავარი ფუნქციაა დეოკუპაციის ყველა მექანიზმის გაკონტროლება და ხელშეწყობა. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა პრობლემების იდენტიფიცირება.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის დებულებაც დამტკიცდა.
აღნიშნული კომისიას უმრავლესობის დატოვებამდე დეპუტატი გედევან ფოფხაძე ხელძღვანელობდა.