სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ.
როგორც ტერეზა მეიმ განაცხადა, სოლსბერის შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს, რუსეთმა კი უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები უნდა შეწყვიტოს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრის დროს ტერეზა მეიმ ვლადიმერ პუტინს სოლსბერის თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოსთხოვა. ბრიტანული მხარის განცხადებით, რუსეთისთვის კარი ღია იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კურსს შეცვლის.
ტერეზა მეისთვის პრემიერის რანგში ეს ბოლო დიდი ოცეულის სამიტია. ერთ თვეში მეი პრემიერის პოსტს ოფიციალურად ტოვებს.