ტერეზა მეი ივლისში დონალდ ტრამპს ქალაქგარეთ, ჩეკერის რეზიდენციაში შეხვდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი საპროტესტო აქციებისთვის თავის ასარიდებლად, აშშ-ის პრეზიდენტს, ივლისში დაგეგმილი ვიზიტის დროს, შეხვედრას ქალაქგარეთ არსებულ რეზიდენციაში სთავაზობს. ინფორმაციას, “Sun” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დეტალურ გეგმას თეთრ სახლს აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი, კიმ დაროში გააცნობს.
ჩეკერის რეზიდენცია ლონდონიდან ჩრდილო-დასავლეთით, 60კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ის 1921 წლიდან პრემიერ-მინისტრის ქალაქგარე რეზიდენციად მოიაზრება.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს ასევეუინძორის სასახლეში მიიპატიჟებენ, დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან ფინჯან ჩაიზე.
აშშ-ის პრეზიდენტის ივლისში დაგეგმილ ვიზიტს, ბრიტანელ პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა ნაწილი ეწინააღმდეგება. პრეზიდენტმა ახალი საელჩოს გახსნის ცერემონიის დროს ლონდონში ვიზიტი რამდენიმე თვის წინ უკვე გააუქმა.