„ტერაბანკი“ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს
„ტერაბანკი“ მომხმარებლების ინტერესებზე ზრუნვას განაგრძობს და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს, – ამის შესახებ „ტერაბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ბანკში აცხადებენ, აღნიშნული პირობა იმოქმედებს სესხის როგორც ძირზე, ისე პროცენტზე.
„რაც შეეხება კომპანიებს, ვითვალისწინებთ ბიზნესის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს და მათ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს შევთავაზებთ.
„ტერაბანკი“ მომავალი კვირიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების ჩატარებას და ეტაპობრივად დაუკავშირდება მომხმარებლებს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.