„ტექნოპარკთან“, სადაც მამუკა ბახტაძე თოქშოუების წამყვანებს ხვდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია იმართება
„ტექნოპარკთან“, სადაც მამუკა ბახტაძე თოქშოუების წაყვანებს ხვდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია იმართება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბესო შენგელიამ განაცხადა, მამუკა ბახტაძე იყო ყველაზე სამარცხვინო პრემიერი ქვეყნის ისტორიაში.
„ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო მისი გადადგომის გადაწყვეტილება. ბახტაძე ახლა ჟურნალისტებს ხვდება და რაღაც ხუთპუნქტიან გეგმაზე საუბრობს და ატყუებს საზოგადოებას. მან ბოდიში უნდა მოუხადოს დევნილებს და საზოგადოებას, რომლებსაც პრობლემები ვერ მოუგვარეს. შვიდი თვის განმავლობაში პრემიერმა ვერ მოახერხა, შეხვედროდა დევნილებს და მათთვის მოესმინა. 27 წელია, ეს ხალხი ბინებით დაკმაყოფილებას ელოდება“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.
აქციის მონაწილე დევნილები ამბობენ, რომ მათ პრემიერთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ და მთავრობას ერთკვირიან ვადას აძლევენ. აქციის მონაწილეთა თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.