ტექნოპარკში საქართველოს რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე შეხვედრა გაიმართა
ტექნოპარკში სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში და ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრი“ გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ინტერნეტის კუთხით ხარისხის გაზრდა და მისი თქმით, ამ კუთხით უკვე დაწყებულია მუშაობა.
„ეს არის ის პლატფორმა, სადაც გვექნება შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ, რა კეთდება ამ კუთხით. გვინდა, რომ ინტერნეტით სრულად იყოს დაფარული რეგიონები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. ინტერნეტი საკმაოდ ბევრ რეგიონში უკვე არის სხვადასხვა არხით. ჩვენ ვმუშაობთ უკვე ხარისხობრივ ნაწილზე. არის გარკვეული ტიპის პროექტები“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.