ტექნიკური სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო 16 დეკემბერს მგზავრებს 10:00 საათის ნაცვლად, 13:00 საათიდან მოემსახურება
ტექნიკური სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო 16 დეკემბერს მგზავრებს 10:00 საათის ნაცვლად, 13:00 საათიდან მოემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს მგზავრებს 10:00 საათის ნაცვლად, 13:00 საათიდან მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.