შესაძლოა, გარკვეულმა ადამიანებმა ვერ შეძლონ თავიანთი ავტომობილების ტექდათვალიერების გავლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ და მათი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემა ექნებათ”,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ტექდათვალიერების გადავადება სისტემის მოშლილობამ გამოიწვია.
„რეალურად, ტექდათვალიერების სისტემა მთლიანად იყო მოშლილი. არსებობდა თეორიული ტექდათვალიერება დიდი მანქანებისთვის, რომელიც რეალურად არ მოქმედებდა, რადგან მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა. თუ ამ სისტემაზე ეტაპობრივად არ გადავედით, ერთი ხელის მოსმით არაფერი არ გაკეთდება. მიღებულ უნდა იქნას სამართლებრივი აქტები, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა დაემთხვეს – ობიექტებმა უნდა შეძლონ, ავტომობილები მიიღონ და ისინი შესაბამისი ტექდათვალიერებით უზრუნველყონ”, – განაცხადა მაია ბითაძემ.