თეონა აქუბარდია - სტრასბურგის გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა და, ზოგადად, საუბარია საბოლოო გადაწყვეტილებაზე
თეონა აქუბარდია - სტრასბურგის გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა და, ზოგადად, საუბარია საბოლოო გადაწყვეტილებაზე

ახლა მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელ რეფორმებზე იყოს პოლიტიკურ სივრცეში მსჯელობა და ქვეყნის დემოკრატიის დაცვაზე საუბარი, ეს უნდა იყოს მთავარი დღის წესრიგში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლომ დროებით ზომად უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე და ამ მოცემულობაში გრძელვადიანად განიხილავს მიხეილ სააკაშვილის საკითხს, რაც ისევ და ისევ მიანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი არ არის მისი ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა და, ზოგადად, საუბარია საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომელსაც რა დრო დასჭირდება, არავინ იცის. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველა იმ საკითხზე, კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელ რეფორმებზე იყოს პოლიტიკურ სივრცეში მსჯელობა და ამასთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიის დაცვაზე საუბარი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მთავარი დღის წესრიგში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.