თეონა აქუბარდია - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს ან უკრაინის პრეზიდენტები „კაგებეზე“ მუშაობდნენ, მაშინ, როცა თავიანთ საპრეზიდენტო პერიოდში ევროპულ კურსზე იყვნენ მიმართული
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს ან უკრაინის პრეზიდენტები „კაგებეზე“ მუშაობდნენ, მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში თავიანთი ქვეყნების ევროპულ კურსსა და დემოკრატიაზე იყვნენ მიმართული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
თეონა აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში“.
„ამ გადაცემას ვუსმინე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაცემის საფუძველზე ვერაფერს ვერც დაუმტკიცებ და ვერ ვივარაუდებ, მოცემულობა ერთია, გამორჩეულ სტუდენტებთან მიმართებაში შესაძლებელია ყოფილიყო ინტერესები, რასაც ასევე ადასტურებს გადაცემის სტუმარი. ეს რომ მოცემულობა იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, სწორედ ამაზეა საუბარი, მაგრამ რამდენად განხორციელდა ეს ყველაფერი, მით უფრო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს სპეცსამსახურების საქმეა“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.