თეონა აქუბარდია - საქართველოსთვის ნატო-ს ვილნიუსის სამიტი წარუმატებელი იყო, არანაირი დამატებითი პაკეტი არ მიგვიღია, წინა სამიტისგან განსხვავებით
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საქართველოსთვის ნატო-ს ვილნიუსის სამიტი წარუმატებელი იყო.
მისი თქმით, საქართველო ვილნიუსში წარმოდგენილი არ იყო არათუ ნატო-ს ლიდერებთან ერთად, არამედ სხვა მომიჯნავე ღონისძიებებზეც არ ყოფილა.
„თუ ნატო-ს სამიტებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველა სამიტზე ნატო მიესალმება დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში აღარც გვახსოვს. ნატო ვილნიუსის სამიტზე მკაფიო იყო, როცა საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა ისე, რომ ჩვენი პროგრესი არ შეუფასებია და არანაირი დამატებითი პაკეტი არ მიგვიღია, წინა სამიტისგან განსხვავებით. საქართველო ვილნიუსში წარმოდგენილი არ იყო არათუ ნატო-ს ლიდერებთან ერთად, არამედ სხვა მომიჯნავე ღონისძიებებზეც არ იყო, რაც კიდევ ერთი გზავნილია, რომ ნატო „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას კრიტიკულად აფასებს, ისევე, როგორც ნატო-ს საწინააღმდეგო განცხადებას, რომელიც პრემიერმა გააკეთა და მას ამისთვის არანაირი ბოდიში არ მოუხდია. პირიქით, მტკიცება გააგრძელა, რომ მისი განცხადება ჭეშმარიტება იყო“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.