თეონა აქუბარდია - „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არაერთი გაფრთხილება, რომ რუსული კანონის მიღებით ნატო-ს კარი დაიკეტებოდა
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არაერთი გაფრთხილება, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ნატო-ს კარი დაიკეტებოდა.
აქუბარდიას თქმით, დღეს ნატო-ს კარი საქართველოსთვის დახურულია.
„2008 წლის დაპირება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, სამიტის დეკლარაციაში აღარ არის. საქართველო აღარ არის მოხსენიებული შავი ზღვის ქვეყნებში, არც პარტნიორ ქვეყნებთან, ბოსნიასა და მოლდოვასთან ერთად. ერთადერთი დაპირება არის, მოლდოვასთან ერთად, რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე. „ქართულმა ოცნებამ“ კრემლის ოცნება შეასრულა და დღეიდან ნატო-სკენ 22-წლიანი გზა დახურულია, რუსული კანონიდან და დასავლეთზე თავდასხმიდან გამომდინარე“, – განუცხადა თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციასთან დაკავშირებით.