თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ პროპაგანდაში სუს-ის განცხადებისთანავე ღიად ჩაერთო და ეს არის მიზანმიმართული პროცესი
„ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ პროპაგანდაში სუს-ის განცხადებისთანავე ღიად ჩაერთო და ეს არის მიზანმიმართული პროცესი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ქმედებები ასუსტებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„Სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ საქართველოში რუსულ გავლენას ანტიამერიკული კამპანიით კიდევ უფრო აძლიერებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. განცხადება ერთ მიზანს ისახავს, რომ ანტიამერიკული განწყობები გაღვივდეს და USAID-ზე თავდასხმა მოხდეს, რაც, საბოლოო ჯამში, ასუსტებს ქვეყანას, რადგან ამ ორგანიზაციის მხრიდან არაერთი მხარდამჭერი პროექტი ყოფილა საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების შენარჩუნების თამაშები. „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ პროპაგანდაში სუს-ის განცხადებისთანავე ღიად ჩაერთო და ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომ ქვეყნის შიგნით შიშები შექმნან და გააძლიერონ დაპირისპირება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ეს ასუსტებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აქუბარდიამ.