თეონა აქუბარდია - მოსახლეობის 90 პროცენტის მსგავსად, სტატუსის მიღების სურვილი მეც მაქვს, თუმცა ეს არ არის დაბადების დღის საჩუქარი, ამას შრომა სჭირდება
მოსახლეობის 90 პროცენტის მსგავსად, სტატუსის მიღების სურვილი მეც მაქვს, თუმცა ეს არ არის დაბადების დღის საჩუქარი, ამას შრომა სჭირდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, ქვეყანას ღიად უთხრეს, რომ საჭიროა რეკომენდაციების შესრულება, სადაც, მისივე განცხადებით, პრობლემაა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების არარსებობიდან გამომდინარე.
„დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობის ნაცვლად, მათ კრიტიკას და დილიდან საღამომდე ძაგებას ვხედავთ. ძალიან გართულდება პარტნიორების დარწმუნება, რომ არსებულ რეალობაში საქართველოსთვის აუცილებელია სტატუსის მინიჭება. ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, – აღნიშნა აქუბარდიამ.