თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე ჩატარდება
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე ჩატარდება.
როგორც ჟურნალისტებს აქუბარდიამ განუცხადა, შარლ მიშელის შეთანხმებით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას 43-პროცენტიანი ბარიერი განაპირობებდა და თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიუხედავად, სჯერა, რომ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე ბევრად ადრე იქნება.
„ამ იმედს მაძლევს ის, რომ ხელისუფლება არის ბევრად სუსტი, ერთ პარტიაში რამდენიმე გუნდი არსებობს და ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა. ოპოზიციამ მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, მზადება უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ როცა არ უნდა იყოს არჩევნები, და 2024 წლამდე იქნება, ხელისუფლება კოალიციური მთავრობის ფორმატში შევცვალოთ“, – განაცხადა აქუბარდიამ.