თეონა აქუბარდია - მეორე ფრონტთან დაკავშირებით ადგილი აქვს ბოდვას, რაც საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს
თეონა აქუბარდია - მეორე ფრონტთან დაკავშირებით ადგილი აქვს ბოდვას, რაც საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს

სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძე საქართველოში არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი სპიკერი, მეორე ფრონტთან დაკავშირებით ადგილი აქვს ბოდვას, რაც საქართველოს უსაფრთხოებას და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან კიდევ ერთხელ შეაფასა ოპოზიციის რეაქცია პრიგოჟინის მიერ ამბოხის მოწყობის მცდელობაზე.

„მაშინ, როცა სრულიად დასავლეთი აანალიზებს სამხედრო გადატრიალების მცდელობას, როგორც პუტინის რეჟიმის სისუსტეს და ისინი პროგნოზირებენ, რომ ეს დამატებითი შესაძლებლობაა უკრაინის გამარჯვების, ამ მოცემულობაში „ქართული ოცნება“ ისევ შიდა პროპაგანდით ცდილობს, რუსეთის სიძლიერის მითის გაძლიერებას და ოპოზიციისკენ ისრების გადატანას. სრული სიყალბეა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა ე.წ. მშვიდობის მითის შექმნა, რადგან მშვიდობას ქვეყნის შიგნით ერთიანობა სჭირდება, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ებრძვიან. ვხედავთ, როგორ საზიანო პოლიტიკას ეწევა „ქართული ოცნება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.