თეოფანე დავითაიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება
თეოფანე დავითაიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

თეოფანე დავითაიას ქუჩის ნაწილზე წყლისა და წყალარინების ქსელი ეწყობა, რის გამოც, 20 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე, 09:00-დან 19:00 საათამდე პერიოდში, დავითაიას ქუჩაზე, ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისა და დავითაიას ქუჩის კვეთიდან ზურაბ პატარიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ცალმხრივად შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირისა და თეოფანე დავითაიას ქუჩის კვეთიდან დავითაიას ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სიმონ და თინა ყაუხჩიშვილის ქუჩისა და დავითაიას II მ/რ-ს გამოყენებით, ხოლო გიორგი დეკანოზიშვილის, დავითაიას II მ/რ-დან და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევიდან მოძრავი ავტომობილები დავითაიას ქუჩაზე ჩვეული მარშრუტით გადაადგილდებიან.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციითვე, შეიცვლება N455 მიკროავტობუსის მოძრაობის სქემაც. მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ჯუმბერ ლეჟავას ქუჩისა და ლეჟავას პირველი შესახვევის გავლით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, N455-ის მარშრუტი არ შეიცვლება.