თენგო თევზაძე - პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება
არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ გადაცემაში „ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“ განაცხადა.
„პირდაპირ ვამბობ, ამას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ დღეში და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, რადგან ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის. ამას სხვა სახის ადმინისტრირება მოჰყვა. ეს არ არის მარტივად დაორგანიზებული საკითხი, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ თავიანთი მხარდამჭერების სტატისტიკა ძალიან მაღლა ასწიეს და მიიღეს ისეთი მონაცემები, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკუთარ ამომრჩეველშიც კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან გამორიცხულია ამ მასშტაბის აქტივობაში ყველა ამომრჩეველი მისულიყო და „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირა მხარი“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.