თენგიზ წულაძე - სააკაშვილს ისეთი დიაგნოზები არ აქვს, რომელსაც საქართველოში არ მკურნალობენ
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი დიაგნოზები არ აქვს, რომელსაც საქართველოში არ მკურნალობენ. ამის შესახებ ნევროლოგმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
„ვიზიტის მიზანი იყო, შეგვემოწმებინა დღევანდელი მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ გადაყვანას აპირებდნენ; რათა გაგვეგო, ეს რამდენად იყო გამართლებული, კვლევებში რა იყო ბოლოს, როგორ იყო ფორმა 100 შედგენილი და რის საფუძველზე მოხდა ის შეზღუდვები, რაც მოხდა. ეს იყო ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი, შესვლაზე კი, უარი გვითხრეს. ფორმა 100 ისტორიის ნაწილია და ჩვეულებრივად, ვსწავლობთ, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს გაიცეს. რეანიმატოლოგი რომ იყოს ყველა პალატაში, ამისი ფუფუნება ნამდვილად არავის აქვს, რეანიმატოლოგი რომ დასვან პალატაში; მაგრამ რის გამოა ის იქ, არ მაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.
ამასთან, უცხოეთში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, ექიმმა აღნიშნა: „ასეთი დიაგნოზები მას არ აქვს, რომელსაც საქართველოში არ მკურნალობენ; მაშინ მას ისეთი დიაგნოზები უნდა დაესვას, რომელსაც საქართველოში არ მკურნალობენ და მაშინ შეიძლებოდა, გვეთქვა ამის შესახებ, მაგრამ ასეთი დიაგნოზები ჩვენ ვერ დავსვით“.