თენგიზ შარმანაშვილი - სასამართლომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კონსტიტუციაზე და არა შიდა და გარე აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით
თენგიზ შარმანაშვილი - სასამართლომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კონსტიტუციაზე და არა შიდა და გარე აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კონსტიტუციაზე და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით.

შარმანაშვილის თქმით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეჩერდება და იმოქმედებს არსებითად განხილვამდე.

„დარწმუნებული ვარ, არსებითად განხილვის შემდეგაც იმოქმედებს, რადგან ბევრი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ იქ არასაკონსტიტუციური არაფერია. პრაქტიკულად, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ეს სარჩელი წავაგოთ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს.