თენგიზ შარმანაშვილი - ახლაც თქვან, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო, თუმცა ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ გამეტებასა და მუქარებს „გაპრავებას“ დაუწყებენ პატრონების დავალებით
სენატორმა შაჰინმა თქვა, დამკვირვებლად უნდა ჩავიდე საქართველოში არჩევნებზეო. ის, რაც ტრამპის მიმართ განახორციელეს, ჯერ სასამართლო დევნა, შემდეგ ზიზღის კამპანია და ბოლოს სასიკვდილოდ გამეტება, სამართლიანი საარჩევნო გარემოს კლასიკური ნიმუშია? ახლაც თქვან ვიღაც უტვინოებმა და ტვინიანმა აგენტებმა, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
მისი განცხადებით, „აგენტები და სასარგებლო იდიოტები ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ დაჭრას და მუქარებს „გაპრავებას“ დაუწყებენ პატრონების დავალებით“.
შარმანაშვილი ასევე ეხმაინება სენატორ ჯინ შაჰინის საქართველოში ჩამოსვლას და ვარაუდობს, რომ იგი არა არჩევნებზე დასაკვირვებლად, არამედ ისეთივე „სამართლიანი“ გარემოს დასამკვიდრებლად ჩამოდის, როგორიც აშშ-შია.
„ახლაც თქვან ვიღაც უტვინოებმა და ტვინიანმა აგენტებმა, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო. თუმცა ეს აგენტები და სასარგებლო იდიოტები ტრამპისთვის ტყვიის სროლას, ფიცოს სასიკვდილოდ გამეტებასა და მუქარებს „გაპრავებას“ დაუწყებენ პატრონების დავალებით. აი, ნახავთ. სენატორმა შაჰინმა – დამკვირვებლად უნდა ჩავიდე საქართველოში არჩევნებზეო. კითხვა მაქვს: ის, რაც ტრამპის მიმართ განახორციელეს, ჯერ სასამართლო დევნა, შემდეგ ზიზღის კამპანია ხელისუფლების დონეზე და ბოლოს სასიკვდილოდ გამეტება, სამართლიანი საარჩევნო გარემოს კლასიკური ნიმუშია ? აქ რის დასამკვიდრებლად აპირებს ჩამოსვლას? არჩევნებზე დასაკვირვებლად რომ არა, ნათელია, ალბათ ისეთივე „სამართლიანი“ გარემოს დასამკვიდრებლად, ანუ ასარევად“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.