თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ასეთი სულ ორი-სამი შემთხვევაა.
რაც შეეხება ზოგადად რეინფიცირების შემთხვევებს, ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ასეთი 10-15 შემთხვევა გამოვლინდა.
„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იცის, მაგრამ ათიდან თხუთმეტ შემთხვევაზე მეტი არ არის. ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმისი, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ნახევარზე მეტი ჩვენთან ინგლისური შტამია და რეინფიცირებას სულ ათი თუ თხუთმეტი შემთხვევაა, მეტი არა.
რაც შეეხება, ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის. ეს მე არ შემისწავლია მაგრამ რაც ვიცი, არის რამდენიმე, ორი თუ სამი შემთხვევა სულ“, – განაცხადა ცერცვაძემ.