თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახის წევრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ 67 შემთხვევაში მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ოჯახის ოთხი წევრიც შედის.
ცერცვაძის თქმით, როგორც აქვს ინფორმაცია, ოთხივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფიელებელია.
„67 დადასტურებულ შემთხვევაში მითვლილია მარნეულში დაინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ოჯახის წევრები,მოჯახის ოთხი წევრი. ჯერ არსად არ იყვნენ გადაყვანილი, მათი გადაყვანის ორგანიზაციას ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებდა. ტელეფონის საშუალებით რა ინფორმაციაც მაქვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.