თენგიზ ცერცვაძე - ზოგიერთ ჩასაფრებულ ადამიანს გულს სტკენს, არ უხარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს და ქვეყნის პოლიტიკა კოვიდის მართვაში წარმატებული გახდა, უმრავლესობას კი უკვირს, როგორ მიაღწია ამას პატარა საქართველომ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურადაა დარეგისტრირებული.
ცერცვაძის განმარტებით, ყველა ადამიანი არც ერთ ქვეყანაში არ არის გამოკვლეული და შესაძლოა, იყვნენ ინფიცირებულები, რომლებმაც ამის შესახებ არ იცოდნენ.
„რაც ვთქვი, არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულების რეალური რიცხვი აუცილებლად იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, რადგან, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, არიან ვიღაცები, რომლებიც რისკის ჯგუფებში გადიან ან ვთქვათ არც არიან რისკის ჯგუბფები, მაგრამ მოხდა ისე, რომ შემთხვევით შეხვდნენ ინფიცირებულს ან რაღაც და ისინი ინფიცირებულები არიან, მაგრამ ყველა ხომ არ არის გამოკვლეული, არც ერთ ქვეყანაში არ არის ყველა გამოკვლეული“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, საქართველოსთან დაკავშირებით ცერცვაძე ამბობს, რომ ძალიან ცოტაა იმ ინფიცირებულების რიცხვი, ვინც იდენტიფიცირებული არ არის.
„ინფიცირებულების რიცხვი სავარაუდოდ აჭარბებს ოფიციალურად დარეგისტრირებული ავადმყოფების რიცხვს, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ეს გამოიყენონ ერთგვარი ნეგატიური პროპაგანდისთვის, რომ, აი, ხედავთ, სინამდვილეში ჩვენ 500 ავადმყოფი კი არ გვყავს, შეიძლება 1000 , 2000, 5000 გვაყვს. არამც და არამც. გარკვეული კვლევები, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს და ზოგიერთი სხვა კვლევებიც ადასტურებს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, ვინც ჩვენ არ ვიცით, არის ძალიან ცოტა. თუ ჩვენ ვიცით, რომ გვყავს 500, 550 ან 570, შეიძლება, ამას დაემატოს რაღაც რაოდენობა (თუმცა ყველას გამოვიკვლევთ), მაგრამეს არ იქნება არამც და არამც ბევრი“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძის აზრით, სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს არ უხარია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის პოლიტიკა კოვიდის მართვაში წარმატებულია.
„ზოგიერთი ამას, პირდაპირ არასწორი სპეკულაციისთვის იყენებს, რომ, აი, ჩვენთან გარდაცვლილთა რიცხვი იმიტომ არის ასეთი, ნუ როგორ გითხრათ, გასაკვირად მცირე, ექვსი გარდაცვლილი ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია ერთ მილიონ მოსახლეზე და ბევრს ძალიან უკვირს, ზოგს, ჩასაფრებულ ადამიანს, პირდაპირ გეტყვით, ეს გულს სტკენს და არ უხარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გახდა წარმატებული კოვიდის მართვაში.
უმრავლესობას, შესაძლოა, უხარია კიდეც, მაგრამ უკვირს, რომ როგორ მიაღწია ამას ამ პატარა საქართველომ, თავისი შეზღუდული რესურსით. მიაღწია, როგორ მიაღწია ამაზე შემდეგ, სხვა დროს ვილაპარაკოთ. ფაქტია, მიაღწია და ის, რომ შესაძლოა დაინფიცირებული პაციენტების სტატისტიკა შეიცვალოს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიცით, გვყავს 550 ინფიცირებული, დავუშვათ ერთი ამდენი კიდევ არის და არ ვიცით, მერე რა? ეს კიდევ უფრო შეამცირებს გარდაცვლილთა პროცენტს.
თუ ჩვენ 500 ინფიცირებულის მაგივრად გვეყოლება 1000 ინფიცირებული, ის ექვსი გარდაცვლილი ხომ გარდაცვლილად დარჩება, ხომ არავინ გარდაიცვლება იმ 500-დან, რომელიც სავარაუდოდ უსიმპტომოა. ე.ი გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა დაქვეითდება. აი, ამას მინდა, რომ ხაზი გავუსვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.