თენგიზ ცერცვაძე - ვხედავ ნიშნებს, რომ მეხუთე ტალღა უფრო ადრე იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით
ვხედავ ნიშნებს, რომ მეხუთე ტალღა უფრო ადრე იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ბოლო ერთი კვირაა, გამოიკვეთა კორონავირუსის შემთხვევების მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერ ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია.
გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც, რომელიც იყო 20 000-ზე ქვემოთ ჩამოსული და ახლა ისევ აცდა. შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, ან შესაძლებელია იყოს დროებითი და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა.
ასეთი აბსურდის თეატრი თუ გავაგრძელეთ, სხვა სახელს ვერ დავარქმევ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, თან საუკეთესი ვაქცინები, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მხოლოდ შვიდი-რვა ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.