თენგიზ ცერცვაძე - ვისურვებდი, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომები ორი-სამი კვირა არ შემსუბუქდეს
თენგიზ ცერცვაძე - ვისურვებდი, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომები ორი-სამი კვირა არ შემსუბუქდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ისურვებდა, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომები ორი-სამი კვირის განავლობაში არ შემსუბუქდეს.

„მე ვისურვებდი, რომ ორი-სამი კვირა არ შემსუბუქდეს ზომები, რადგან ჩვენ დავიჭირეთ ძალიან კარგი მომენტი. არც ახლა გვაქვს იდეალური, მკაცრი შესრულება შეზღუდვების, ხედავთ, რომ რამდენიმე ადამიანი ახლაც იკრიბება, მეგობრები, ვიღაც ქუჩაში მაინც დადის, მაგრამ მაინც დავიჭირეთ ის მომენტი, როდესაც რეალურად ვუშლით ხელს დაავადების გავრცელებას და მე არ ვისურვებდი, რომ ეს შეგვერბილებინა. მოდი, ერთი ათი დღე, ორი კვირა კიდევ განვამტკიცოთ მიღწეული შედეგი და შემდეგ დავიწყოთ შერბილება. ეს პირადად ჩემი აზრია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.