თენგიზ ცერცვაძე - ვფიქრობ, შემთხვევების მატება ჯერ იქნება, სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კირონავირუსის შემთხვევების მატება იქნება და პიკი საქართველოში თვის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.
მის თქმით, თუ ეპიდემია წავიდა დაღმავალი გზით, როგორც ეს ხდება მაგალითად გრიპის დროს, მაშინ აღარც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება.
„თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება. მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ იქნება მატება, სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს, შემდეგ იქნება პლატო, და შემდეგ შეიძლება, წავიდეს ვთქვათ დაღმავალი გზით. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან, ამ „კოვიდთან“ თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.