თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს
თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ნომერ მესამე პაციენტს განმეორებითი ტესტი ხვალ ჩაუტარდება.

ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ტესტის პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება და ის კლინიკას ხვალ დატოვებს.

„მესამე პაციენტს ჰქონდა პასუხი უარყოფითი, განმეორებითი ტესტი ხვალ ჩატარდება და ძალიან დიდი ალბათობით, ვინაიდან ამ პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნებოდა და პირველი პასუხი მკაფიოდ უარყოფითი იყო, მოველით, რომ  ასევე იქნება აურყოფითი და ხვალ დატოვებს კლინიკას“ ,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.